ბოლნისის მუნიციპალიტეტის საწარმოო პოტენციალისა და ადგილობრივი წარმოების პროდუქციის მიწოდება-მოთხოვნის თაობაზე პრეზენტაცია გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საწარმოო პოტენციალისა და ადგილობრივი წარმოების პროდუქციის მიწოდება-მოთხოვნის შესაძლებლობების და პერიფერიული მომხმარებლების ინტერესების თაობაზე კვლევის მეთოდოლოგიისა და დაგეგმილი აქტივობების პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრის მიზანი გახლდათ, კონკურსის საფუძველზე შერჩეული ექსპერტთა სამუშაო ჯგუფისა და მათ მიერ შემოთავაზებული კვლევის მიზნების, მეთოდოლოგიისა და დაგეგმილი აქტივობების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა.აღნიშნული აქტივობა ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში დაფინანსებული 3 წლიანი პროექტის „ბოლნისში ბიზნეს-საქმიანობის ეფექტური ფლატფორმის ჩამოყალიბება“ შემადგენელი ნაწილია.
„როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირმა ინიციატივის, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში დააფინანსა ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან წარდგენილი პროექტი „ბოლნისში ბიზნეს-საქმიანობისთვის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“, რომლის მთავარი მიზანია მუნიციპალიტეტში ბიზნესის განვითარება და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების სტიმულირება. ასევე, ბიზნეს კლასტერის შექმნა და ბოლნისის, როგორც რეგიონულ აგრო-ბიზნეს ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის საწარმოო პოტენციალისა და ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის მიწოდება-მოთხოვნის შესაძლებლობების კვლევა, რომელსაც განახორციელებს კონკურსის საფუძველზე შერჩეული ექსპერტთა ჯგუფი, რომელთა ხელმძღვანელი გახლავთ დავით დარსაველიძე. ვიმედოვნებთ, აღნიშნული ექსპერტთა ჯგუფი შეძლებს კვლევის წარმატებულად განხორციელებას, რომლის საბოლოო პროდუქტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების საქმეში. ვფიქრობთ, თანამშრომლობა იქნება კონსტრუქციული, რისთვისაც მუნიციპალიტეტი ძალისხმევას არ დაიშურებს”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები