“საქნახშირთან“ დაკავშირებით „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ იქამდე ვიდრე ხელისუფლებასთან დაიწყება მოლაპარაკებები, „საქნახშირის“ საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი შახტებში უზრუნველყოფს მხოლოდ წყალსაქაჩი და სავენტილაციო დანადგარების მუშაობის უწყვეტობას.

“ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” აცხადებს, რომ სანამ საქართველოს მთავრობასათან დაიწყება მოლაპარაკება კომპანია „საქნახშირის“ სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის სამართლებრივ პროცედურებზე, „საქნახშირის“ საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი შახტებში უზრუნველყოფს მხოლოდ წყალსაქაჩი და სავენტილაციო დანადგარების მუშაობის უწყვეტობას, რათა მოხდეს შახტებში უსაფრთხოების შესაბამისი დონის შენარჩუნება.

ამავდროულად, გარდამავალ პერიოდში ტყიბულის შახტების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიზნით აუცილებლად მიგვაჩნია შახტების კონსერვაციის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან სათანადო უფლებამოსილების მქონე უწყებების ჩართულობის უზრუნველყოფა“, -აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარ უბედურ შემთხვევას 4 მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა. ამასთან, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მინდელის სახელობის შახტა დროებით დაიხურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები