მიხეილ ჯანელიძე: მუშაობას არასამთავრობო სექტორში გავაგრძელებ, დაგროვილ გამოცდილებას ისევ ქვეყანას მოვახმარ

„გამოცდილებას, რომელიც წლების განმავლობაში დავაგროვე სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობისას, ახალა უკვე სამოქალაქო სექტორიდან და სხვა ორგანიზაციის მეშვეობით ისევ ჩემს ქვეყანას მოვახმარ”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის იმ თემებზე იმუშავებს, რომელიც ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია.

„ისევ იმ თემებზე ვიმუშავებ, რომელიც ჩემთვის კარგად ნაცნობია და რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია. ცენტრის მიმართულება იქნება მმართველობითი რეფორმები, ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესგარემო, ევროპული რეფორმები და ევროპული ინტეგრაცია”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები