“ჩერნოვეცკის ფონდის” წარმომადგენლებმა მეშახტე გიორგი ნიქაბაძე მოინახულეს

“ჩერნოვეცკის ფონდის” წარმომადგენლებმა 4 აპრილს მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაზარალებული მეშახტე გიორგი ნიქაბაძე მოინახულეს და მას ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს.

ტრაგედიის შედეგად 55 წლის გიორგი ნიქაბაძემ უამრავი ჭრილობა მიიღო და 3 თვის განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული. დღეს გიორგი ნიქაბაძე თავს უკეთესად გრძნობს,  გადაადგილდება ოთახში, თუმცა ცალ თვალში მხედველობა  დაკარგა.

“ჩერნოვერცკის” ფონდმა მის მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია გამოაცხადა. ათობით ადამიანმა გულთან ახლოს მიიტანა მეშახტის მდგომარეობა და მისთვის დახმარების თანხა გაიღო.

„ჩვენ ტყიბულში 500 ლარის საკვები პროდუქტი ჩავიტანეთ და გადავეცით დაზარალებულის ოჯახს, რომელსაც პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნია. ასევე ვგეგმავთ ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ დაღუპული მეშახტეების კიდევ რამდენიმე ოჯახს“, – განაცხადა “ჩერნოვეცკის” ფონდის დირექტორმა ელენე პოლიშუკმა.

შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს მინდელის სახელობის შახტში დაღუპული 6 მეშახტის ოჯახს “ჩერნოვეცკის” ფონდმა ფინანსური დახმარების სახით 7500 -7500 ლარი გადასცა.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები