ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, საქართველოში სექტემბრიდან კვლევა ჩატარდება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, გაეროს ბავშვთა ფონდთან და იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტთან ერთად საქართველოში სექტემბრიდან დიდი კვლევა ჩატარდება.

მისივე თქმით, ქვეყანაში ამ კუთხით საგანგაშო სიტუაცია არ არის, თუმცა, გასაანალიზებელია არსებული სურათი.
„აუცილებელია გავაანალიზოთ, რაც გვაქვს, დავგეგმოთ რას ვაკეთებთ და შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ. დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება ამ საკითხს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, აქამდე ჩატარებული კვლევები მხოლოდ ცალკეულ ჯგუფებზე იყო, მთლიანად ქვეყანაში რა ხდება და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია წლის ბოლოს, კვლევის შემდეგ იქნება ცნობილი.

მისივე თქმით, ცალკეულ ჯგუფებში ჩატარებული მცირე კვლევები გვიჩვენებს, რომ ზომიერი მატებაა 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, დაახლოებით 15%-დან 20%- ის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები