პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ღირსების ორდენით დაჯილდოვდა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, ქართველ და იტალიელ ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე მიკელე ჯერაჩი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
საქართველოს სახელმწიფო ჯილდო მიკელე ჯერაჩის, რომელიც თბილისს იტალიის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ეწვია, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ დღეს პირადად გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები