სერგეენკო ტყიბულის ტრაგედიაზე: პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვისი მართვის პერიოდშიც მოხდა ესა თუ ის შემთხვევა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, უკვე მომხდარ ფაქტებზე ვინმეს პასუხისმგებლობის დასმის შემთხვევაში, აღარ აქვს მნიშვნელობა, კომპანია ვის გადაეცემა.

მისი თქმით, პასუხს აგებს ის, ვისი მართვის პერიოდშიც მოხდა ესა თუ ის შემთხვევა.

შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან სერგეენკომ დამწვრობის ცენტრში გააკეთა, სადაც ტყიბულში დაშავებული მეშახტეები მოინახულა.
რაც შეეხება იმას გადაეცემა თუ არა სახელმწიფოს კომპანია „საქნახშირი“, სერგეენკოს თქმით, ამასთან დაკავშირებით ეკონომიკური ბლოკის მინისტრები გააკეთებენ ანალიზსა და შესწავლას, შემდეგ კი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

შეგახსნებეთ, რომ ტყიბულში, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, გუშინ დილით მომხდარი აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები