დავით სერგეენკომ ტყიბულის შახტში დაშავებულები მოინახულა

ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დამწვრობის ცენტრში, ტყიბულის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული მეშახტეები მოინახულა.

მისი ინფორმაციით, ორი პაციენტის მდგომარეობა შედარებით რთულია.

მინისტრის განცხადებით, სხვა დაშავებულები კლინიკას უახლოეს დღეებში დატოვებენ. როგრც მან აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო შემდგომი მკურნალობის თანხებსაც უზრუნველყოფს, თუმცა მისივე თქმით, ამის საჭიროება არ დგას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები