თეა წულუკიანი: არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა უსაფუძვლოა

„არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა უსაფუძვლოა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს „ღია მმართველობა საქართველოს” ფორუმში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.

თეა წულუკიანი განმარტავს, რომ უკვე ექვსი წელია იუსტიციის სამინისტრო, მინისტრის ხელმძღვანელობით ურთულეს და კომპლექსურ რეფორმებს უდგას სათავეში.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ ორგანიზაციაა, რომელიც პირველ რიგში ღიაობისა და გამჭვირვალობის მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე დგას და სწორედ ამ ორგანიზაციაში იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის მინისტრი მმართველ კომიტეტს ხელმძღვანელობს. ვფიქრობ, ეს საუკეთესო პასუხია ამ კრიტიკისადმი, რომელიც მიმაჩნია, რომ უსაფუძვლოა, რადგან მეექვსე წელია იუსტიციის სამინისტრო ჩემი ხელმძღვანელობით ურთულეს და კომპლექსურ რეფორმებს უდგას სათავეში, რომლებიც სიძნელეების მიუხედავად, განხორციელდა და მომავალშიც განხორციელდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) რიგით მეხუთე სამიტს მასპინძლობს. ღონისძიებაში 70-მდე ქვეყნის სამოქალაქო სექტორის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.

ამასთან, „ღია მმართველობა საქართველოს” ფორუმში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამიტის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართეს, რათა მათივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, პრემიერმა იცოდეს გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც, საქართველო, როგორც ამ პარტნიორობის წევრი და თავმჯდომარე ქვეყანა დგას. მიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ვერ გაამართლა პარტნიორობის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებული ამბიციური მოლოდინები.
„სამომავლოდ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მდგრადობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანი იქნება, თუ პროცესს კოორდინაციას, იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია გაუწევს, ვინაიდან უკანასკნელი პროცესები აჩვენებს, რომ იუსტიციის სამინისტრომ სათანადოდ ვერ წარმართა ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესი“, – ნათქვამია მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები