მაკა ჩიჩუა და იტალიის პრეზიდენტის ქალიშვილი ბავშვთა ჰოსპისს ეწვივნენ

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დღეს საქართველოში ვიზიტით მყოფი იტალიის პრეზიდენტის ქალიშვილს კლაუდია მატარელას, ბავშვთა ჰოსპისში „ციცინათელების ქვეყანა” უმასპინძლა.

მაკა ჩიჩუასა და კლაუდია მატარელას ჰოსპისის დირექტორმა მამუკა მახათაძემ სტუმრებს ბიბლიოთეკა, სარეაბილიტაციო მულტისენსორული კაბინეტი და სხვა სივრცეები დაათვალიერებინა და ცენტრის სერვისების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. იტალიის პრეზიდენტის ქალიშვილი ბენეფიციარების მშობლებს და პერსონალს  გაესაუბრა და აღნიშნა, რომ რასაც ცენტრის ხელმძღვანელობა  ამ ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის აკეთებს უმნიშვნელოვანესია.

„აქ ძალიან ლამაზი გარემოა, უმნიშვნელოვანესია ის საქმე, რასაც თქვენ აკეთებთ, თქვენ მხნეობას აძლევთ ბავშვებსა და მათ მშობლებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ნებისმიერ წევრს აძლევთ საშუალებას საკუთარი წვლილი შეიტანოს და გახდეს მონაწილე ამ კეთილი საქმისა”,- აღნიშნა კლაუდია მატარელამ.

დღესვე, პირველმა ლედიმ კლაუდია მატარელას მეგობრულ ლანჩზე უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები