ნოე მეგრელიშვილი მონიტორინგის შედეგებს ასაჯაროებს: თბილისში, ჰაერში ტყვია არ არის

მონიტორინგის შედეგები გვაჩვენებს, რომ ჰაერში ტყვია არ არის, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როცა ტყვიით მოწამვლაზეა საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორდა მივაგნოთ წყაროებს.

„ვაკვირდებით გოგირდის დიოქსიდის, ნახშირჟანგს, ბენზოლს, ტყვიას. ჰაერის ამ დამძინძურებლებთან მიმართებაში შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად, პრობლემა არ არის. განსაკუთრებით, ხაზი მინდა, გავუსვა იმ ძალიან მცდარ ინფორმაციას, რომელიც მუდმივად მუსირებს, რომ, თითქოს, ტყვიაა ჰაერში, ან საწვავში, ეს არაფრით დასტურდება. მონიტორინგის შედეგებმა 2017 წელს დედაქალაქში გვიჩვენა, რომ ევროპულ ნორმაზე დაახლოებით 35-ჯერ დაბალი იყო ტყვიის შემცველობა ჰაერში. ქვეყანაში აკრძალულია ტყვიაშემცველი ბენზინის იმპროტი და მოხმარება.
მონიტორინგის შედეგები გვაჩვენებს, რომ ჰაერში ტყვია არ არის. როცა ტყვიით მოწამვლაზეა საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად მივაგნოთ წყაროებს. ვეძებოთ ტყვიის პრობლემა იქ, სადაც არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ ის არის, მაგალითად, საღებავებში, სათამაშოებში და ა.შ. საკვებ პროდუქტებშიც კი, იცით, რამდენიმე თვის წინ დააკავეს ადამიანი, რომელიც სუნელებს აბევრებდა საღებავით.

ატმოსფერული ჰაერის და ბენზინის ხარისხის კუთხით ტყვია არ არის პრობლემური“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ჰაერის მთავარი დამბინძურებელია აზოტის დიოქსიდი და მყარი ნაწილაკები, ანუ მტვერი.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები