სოფო კილაძე: ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში რელიგიათა როლი განუზომელია

სოფო კილაძე „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის” რიგით მესამე ეროვნულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
კონფერენციაზე, რომლის თემა იყო რელიგიათა როლი 1918-2018 წლების საქართველოში, მონაწილებას იღებდნენ საქართველოში მოქმედი რელიგიური კონფესიების, პარლამენტის, მთავრობისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.
თავის გამოსვლაში, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა რელიგიათა როლსა და მნიშვნელობაზე როგორც ქვეყნის აღმშენებლობაში, ისე სხვადასხვა პოლიტიკური რეჟიმის პირობებში. სოფო კილაძემ აღნიშნა მართლმადიდებლური ეკლესიის, ისევე როგორც სხვა რელიგიური კონფესიების განსაკუთრებული როლი და დამსახურება, რომელიც, მისივე თქმით სწორადაა განსაზღვრული ქართველი ხალხის ნების გამომხატველ ძირითად დოკუმენტში – საქართველოს კონსტიტუციაში.
„ქართველი ერი ჩვენი მრავალფეროვნებით, მულტიკულტურული და მულტირელიგიური ისტორიით ვართ ძლიერები. ეს ტრადიცია აისახა კიდეც ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვლილ გზაზე. საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფო განამტკიცებდა იმას, რაც ქართული საზოგადოების ნება იყო, მათ შორის 1918-2018 წლებში. ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმძიმეს პერიოდში ქართული ეკლესიის გვერდით, სხვა კონფესიები ასაზრდოებდნენ ერის სულიერებას. განუზომელია მართლმადიდებლური ეკლესიისა და სხვა რელიგიათა როლი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში. ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლის თავზე ჩვენ შეგვიძლია ეს თამამად ვთქვათ”,- აღნიშნა სოფო კილაძემ სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები