„სპექტრი“: მოვუწოდებთ სამშენებლო თუ საწარმოო კომპანიებს გადავამზადოთ კადრები, რათა მათ იცოდნენ როგორ შექმნან უსაფრთხოების სისტემები

კოლეჯი „სპექტრი“ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

„სპექტრის“ დირექტორი მათე ტაკიძე მზადყოფნას გამოთქვამს, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სამშენებლო და საწარმოო კომპანიებში, როგორც ტექნიკური მენეჯერების ასევე დასაქმებულთათვის საჭირო, შრომის უსაფრთხოების ნორმების საერთაშორისო სტანდარტებით გადამზადების პროცესში.

„მოვუწოდებთ ყველა სამშენებლო თუ საწარმოო კომპანიას, ბიზნეს სექტორს, პარტნიორებს გადავამზადოთ კომპანიების ტექნიკური მენეჯერები და შესაბამისი კადრები ,რათა მათ იცოდნენ როგორ დაიცვან და როგორ შექმნან უსაფრთხოების სისტემები ევროპული სტანდარტით , იმისათვის რომ დაცული იქნეს უმაღლესი ღირებულება – ადამიანის სიცოცხლე. “ – აცხადებს მათე ტაკიძე.

კოლეჯი „სპექტრი“ მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს მეშახტეთა ტრაგიკულად გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს უსამძიმრებს, დაშავებულებს კი გამოჯანმრთელებას უსურვებს.

ტყიბულში, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, გუშინ დილით მომხდარი აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები