მოსკოვში შაქრო კალაშოვთან კავშირში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს

მოსკოვში საგამოძიებო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გენერალი ალექსანდრე დრიმანოვი დააკავეს. მისი სახელი არაერთხელ დაუკავშირეს კრიმინალურ ავტორიტეტ შაქრო კალაშოვს, თუმცა აქამდე კონკრეტული ბრალდება ყოფილი ჩინოვნიკისთვის არ წაუყენებიათ.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ დრიმანოვის დაკავების ფაქტს ეჭვმიტანილის ადვოკატი ალექსანდრე კარაბანოვი ადასტურებს.

კარაბანოვის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა მან ბრალდებულის საქმის დეტალებზე საუბარი არ ისურვა.
აღსანიშნავია, რომ დრიმადოვმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ივლისის დასაწყისში დაწერა. განცხადებაში ის აღნიშნავდა, რომ პოსტის დატოვება პენსიაზე გასვლის მიზნით სურდა.
დრიმანოვის გვარი არაერთხელ დაუკავშირეს კრიმინალური ავტორიტეტის ანდეი კუჩეიკოვის უკანონო განთავისუფლების საქმეს, რომელიც მოსკოვის ქუჩაში სროლის შემდეგ დააკავეს. იგი შაქრო კალაშოვის კრიმინალური ჯგუფის წევრია.
დრიმანოვს მისი განთავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის აღებაში ადანაშაულებდნენ.

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა დენის ნიკანდროვმაც დაადანაშაულა, რომელიც აცხადებდა, რომ ჩინოვნიკი დანაშაულთან მჭირდო კავშირში იყო. ნიკანდროვი დრიმანოვის ყოფილი თანამშრომელი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები