ბესელია მეშახტეების ხელფასების ანაზღაურების საკითხზე: საკითხი სამუშაო ფორმატში უნდა შეთანხმდეს

ხელფასებთან დაკავშირებითაც შეთანხმება უნდა შედგეს და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უკვე სამუშაო პროცესშია გადასატანი – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მინდელის შახტში დასაქმებულთა ანაზღაურების თაობაზე განაცხადა.
„შესაბამისი სამინისტრო და ამ პროცესის წარმომადგენლები ღია და სამუშაო დიალოგის ფორმატში უნდა შეთანხმდნენ, რომ პირობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და განცხადება, რაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, უზრუნველყოფილი და რეალიზებული იყოს დასაქმებული ადამიანებისთვის შრომითი პირობების დაცვის კუთხით. ხელფასებთან დაკავშირებითაც შეთანხმება უნდა შედგეს და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უკვე სამუშაო პროცესშია გადასატანი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტამ მუშაობა დროებით შეაჩერა. შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში ხელფასი აუნაზღაურდებათ. ტყიბულში, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, გუშინ დილით მომხდარი აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები