ილია მეორე მინდელის შახტში დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ტყიბულში, მინდელის შახტში დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

„მიიღეთ ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა მინდელის მაღაროში 16 ივლისს მომხდარი ტრაგედიის გამო. აღვავლენთ ლოცვას, რათა მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა სავანესა მართალსა დააწესოს ლაშა ფორჩხიძის, ბადრი(ბაჩო) ქარქაშაძის, მიხეილ(მიხო) გამეზარდაშვილის, მურმან ლილუაშვილის უკვდავი სულნი, ხოლო მათ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და ჭირსა შინა მხნეობა”, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა, შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები