პატრიარქი ჩაქვი-ქობულეთის გზაზე დაღუპულთა ახლობლებს უსამძიმრებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე 14 ივლისს, ჩაქვი-ქობულეთის გზაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და დაღუპულთა ახლობლებს უსამძიმრებს.

პატრიარქი მწუხარებას გამოთქვამს ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის და მისი ტყუპი ჩვილების გამო და გარდაცვლილის მეუღლეს, თეონა იაკობაძეს, ასევე ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმრის წერილით მიმართავს.

„მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა მომხდარი ტრაგედიის გამო. აღვავლენთ ლოცვებს მურმანის (მიმო), სესილისა და ნიას უკვდავი სულთათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, თქვენ და თქვენი ოჯახის ახლობლებს მოგანიჭოთ მხნეობა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ჭეშმარიტი ცხოვრების, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

14 ივლისს ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას ორი ჩვილი და მამა ემსხვერპლა.
ავარიის დროს მანქანაში ერთი ოჯახის სულ 5 წევრი იმყოფებოდა. საგზაო შემთხვევისას დაშავდა დედა და ბებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები