როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

17– 19 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელია – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღეს დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 18 – 19 ივლისს დასავლეთ საქართველოში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოში კი +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 17 ივლისს +29, +31, ხოლო 18 – 19 ივლისს +33 +35 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები