თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის” ცნობით, შეზღუდვა კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეეხება: მეფე სოლომონ II, ორთაჭალის, წინანაურის, კრწანისის, გორგასლის, სანაპიროს და გულიას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს. ხოლო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ორბელიანის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჩნაძის, გუდიაშვილის, ბარათაშვილის, პუშკინის, ასათიანის და მანჯგალაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და უზნაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), შარტავას, ცაგერის, დები იშხნელების და იოსებიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ხოლო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საირმის გორის და საირმის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, სვანეთის, ჭყონდიდელის, მრევლიშვილის, დეპოს და კავთისხევის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. მათივე განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები