სემეკი ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფების გეგმიურ დადგენაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებაზე იმსჯელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელიეროვნულიკომისია (სემეკ) 17 ივლისის საჯარო სხდომაზეთბოსადგურებისა და ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი კომპანიებისათვის ტარიფების გეგმიურიდადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყების თაობაზე იმსჯელებს.
კომისიის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყება შემდეგ საკითხებზე:
შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“, შპს „ჯიფაუერისთვის“, შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და ელექტროენერგიის წარმოების 2019 წლის ტარიფების დადგენისა და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ ელექტროენერგიის 2019 წლის ტარიფის დადგენის მიზნით ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოსაცემად;
შპს „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“, სს „საქორგგაზისა“ და შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების 2019 წლის ტარიფების დადგენის მიზნით ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოსაცემად;
შპს„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების 2019 წლის ტარიფის დადგენის მიზნით ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.
კომისიის სხდომა დაიწყება 12:00 საათზე. საჯარო სხდომაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
მისამართი: ა.მიცკევიჩის N19

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები