„ძალიან ბევრი საქმე შეიძლება საგადასახადო ამნისტიას მიებას, რადგან ვიცით, რომ სისხლის სამართლის დევნა გადასახადის გადაუხდელობის გამოც ხორციელდებოდა“

0

„მთავრობის პოლიტიკა არის პირობითად, საგადასახადო ამნისტიის ნაწილში და ძალიან ბევრი საქმე შეიძლება ამ ამნისტიას მიებას, რადგან ვიცით, რომ სისხლის სამართლის დევნა გადასახადის გადაუხდელობის გამოც ხორციელდებოდა“, – ამის შესახებ დღეს პარლამენტში მთავარი პროკურორის პოსტზე არჩეულმა შალვა თადუმაძემ განაცხადა.
როგორც თადუმაძემ დეპუტატებთან შეხვედრისას განმარტა, იმისათვის, რომ სამართლიანობის აღდგენა დროულად განხორციელდეს, საჭიროა სისტემური მიდგომა.
“სისტემურ მიდგომაში ვგულისხმობ საქმეების კლასიფიცირებას მოთხოვნების მიხედვით და შესაძლებლობების მიხედვით. რამდენადაც ვიცი, არიან ადამიანები, ვინც ითხოვს, რომ ვუთხრათ: – თქვენ იმ პერიოდში უდანაშაულოები იყავით. რაც არის მთავრობის პოლიტიკა პირობითად, საგადასახადო ამნისტიის ნაწილში, ძალიან ბევრი საქმე შეიძლება ამ ამნისტიას მიებას, რადგან ვიცით, რომ სისხლის სამართლის დევნა გადასახადის გადაუხდელობის გამოც ხორციელდებოდა. ბუნებრივია, იქნება საქმეები, სადაც ეს ერთმანეთთან კავშირშია. კიდევ ერთი მოთხოვნა არის ქონების დაბრუნება. არის ქონებები, რომელსაც სახელმწიფო ვერ იყენებს და ვერც ვარასოდეს გამოიყენებს, მის შენახვა-მოვლაში უფრო მეტს იხდის, ვიდრე დაბრუნებაში გადაიხდის. ამიტომ ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ერთიანი გადაწყვეტილებების მიღება ამ სახის სისხლის სამართლის საქმეებზე“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.
პარლამენტმა საქართველოს მთავარ პროკურორად, ფარული კენჭისყრით, 101 ხმით, 2-ის წინააღმდეგ შალვა თადუმაძე აირჩია.

კომენტარები

კომენტარი