დააზღვიე და დასაჩუქრდი – “თი-ბი-სი” დაზღვევა ავტოდაზღვევის საზაფხულო აქციას იწყებს

0

16 ივლისიდან  “თი-ბი-სი” დაზღვევა ავტომობილის დაზღვევის საზაფხულო აქციას იწყებს. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს დაზღვევის საუკეთესო პირობებით “თი-ბი-სი” დაზღვევაში და მიიღოს 50 და 100 ლიტრი საწვავი “ვისოლის” პრემიუმ საწვავზე.

ასევე მთელი წლის განმავლობაში დაზღვეულები ისარგებლებენ განსაკუთრებული პირობებით:

  • 15 თეთრიანი ფასდაკლებით ვისოლის საწვავზე.
  • 50%-იანი ფასდაკლებით რეცხვის სერვისზე ულიმიტოდ, პარტნიორ სამრეცხაოებში.

აქციაში ჩასართავად და საჩუქრების მისაღებად მომხმარებელმა უნდა შეიძინოს ავტოდაზღვევის სრული ნაკრები, რომელიც მოიცავს: ავტომობილის დაზღვევას, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას, მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევას.

ავტოდაზღვევის შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით: “თი-ბი-სი” დაზღვევის ფილიალებში. “თი-ბი-სი” ბანკის ფილიალებსა და ვებგვერდზე online.tbcinsurance.ge  

R

კომენტარები

კომენტარი