თბილისსა და ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

0

თბილისსა და ქუთაისში მდებარე პარლამენტის სასახლეებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მინდელის შახტაში გამთენიისას მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობამ, გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში მდებარე შახტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი