ნუცუბიძის პლატოზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა

0

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არის, – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, დაიწვა შენობის პირველი და მეორე სართული, ჯამში 150 კვ.მეტრი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე 7 სახანძრო მანქანა მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი