ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავარია მოხდა – არიან დაშავებულები

0

ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი ბათუმის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.
ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა).

კომენტარები

კომენტარი