თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

0

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. „თელასის“ ცნობით, მთაწმინდის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კოტე აფხაზის, ავლევის, ჩახრუხაძის, ნაკაშიძის, ნიშნიანიძის, ვერცხლის, ბარათაშვილის, იეთიმ გურჯის, სიონის, თუმანიანის, ერეკლე მეორის, შარდენის და რკინის რიგის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ქუთათელაძის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, კვალის, ლერმონტოვის, ქიქოძის, ლორთქიფანიძის, იაშვილის და მაჩაბელის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ონიაშვილის, ბუდაპეშტის და კანდელაკის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას I შესახვევის, ჯანო ბაგრატიონის, ტაშკენტის, თამაზ ნადარეიშვილის, გაზაფხულის, კამანის და დელისის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 16:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლვსკის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეკლოს, ტირიფონის, შურდულის, დოქის, ურიცკის, ბუხაიძის და კუმისის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკის, იუნკერთა, ჰოსპიტლის და ვლადიმერ ლობჟანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ნაქალაქევის, კლდეკარის, ორბეთის, სამღერეთის, წერონისის, მაჩხაანის, ზედამზის, ლაითურის, სუვოროვის, ლამისყანის, გარეჯის, ხერთვისის, ჟღენტის, ზაქარაიას და გორდის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ლიახვის, ჭოპორტის და ჟინვალის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი