დღეს Art-გენი – 2018 ნიაზ დიასამიძის და „33ა”-ს კონცერტით დაიხურება

0

დღეს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი Art-გენი – 2018-ის თბილისის ტური ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურება. კონცერტის დაწყებამდე, მაყურებელს შეუძლია თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დამონტაჟებულ დიდი ეკრანზე მსოფლიო ჩეპიონატის ფინალსაც უყუროს.
ფესტივალის მე-15 საიუბილეო წელი 8 ივლისს ნინო ქათამაძისა და „ინსაითის” კონცერტით გაიხსნა. მთელი კვირის მანძილზე, მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა, მოესმინა სხვდასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტი, ასევე, დასკვნითი კონცერტები: „სუხიშვილები”, რობი კუხიანიძე და „აუთსაიდერი”, Asea Sool, ჯგუფი „ფრანი” და „რეგიონი”.
წელს პირველად, ჰიპჰოპის დღე ჩატარდა. გაიმართა „შავფაროსნების” ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი შოუ. დღის განმავლობაში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ტრადიციულად, წარმოდგენილია ჰამაკების და პუფების ზონა, ასევე, წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულო და სხვადასხვა ტიპის კრეატიული სივრცეები.
Art-გენი 2018-მა სტარტი 21 ივნისს, რეგიონული ტურნეთი აიღო . Art-გენი წელს საქართველოს 4 რეგიონში – აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და ლეჩხუმში, 9 დღის განმავლობაში მოგზაურობდა.
2004 წლიდან დღემდე, ფესტივალმა Art-გენი არაერთი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში, მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ, ბევრი ჯგუფისა და მომღერლისთვის კი ერთგვარ ტრამპლინადაც იქცა.
ფესტივალი წელსაც საინტერესო სიახლეებს და დებიუტანტებს სთავაზობს მაყურებელს.

კომენტარები

კომენტარი