სტიქია ონის რაიონში – რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

0

უამინდობამ და ძლიერმა წვიმამ, ონის რაიონში ადიდებულმა მდინარემ, რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. სტიქიის შედეგად, წაღებულია ხიდები და გზები. წყალდიდობის გამო, რამდენიმე სოფელში მეწყერიც ჩამოწვა, საიდანაც მოსახლეობა გამოსვლას ვერ ახერხებს. ადგილობრივები შველას ითხოვენ.
სტიქიის ზონაში სამაშველო სამსახური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე ჩავიდნენ.
„ძლიერმა წვიმამ მდინარე რიონის ადიდება გამოიწვია. სოფელ ღებსა და პატარა ღებს შორის დამაკავშირებელი ხიდის ბურჯები დაზიანდა, შესაბამისად, პატარა ღები მოწყვეტილია ამ ეტაპზე გარესამყაროს. ამ დროისათვის, პატარა ღებთან სამუშაოს ვერ ვახორციელებთ, ველოდებით მდინარეში წყლის დონის დაკლებას. დაზიანებულია რამდენიმე საკარმიდამო ნაკვეთი, კერძოდ, ბოსტანი და ყანა დაუზიანა რამდენიმე ოჯახს,“ – განცხადა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი