მამუკა ბახტაძე: ჩემი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენა გადაწყდა პოლიტიკურ გუნდში, სადაც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა

0

ჩემი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენა გადაწყდა პოლიტიკურ გუნდში, სადაც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა, როგორც „ქართული ოცნების” პარტიის პოლიტიკური თავმჯდომარე,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე რომან გოცირიძის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მამუკა ბახტაძის ჯერ საქართველოს რკინიგზაში დანიშვნას, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა შეკითხვას ორიგინალური უწოდა და აღნიშნა, რომ მათზე პასუხები კონკრეტულია.

“დიდი მადლობა, ბატონო რომან, ორიგინალური შეკითხვისთვის. ჯერ რკინიგზით დავიწყოთ – მე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობამ წარმადგინა და დამნიშნა, როგორც ეს იყო პროცედურით გათვალისწინებული. რაც შეეხება ჩემს კომუნიკაციას მაშინდელ მთავრობასთან, არათუ პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ ბიძინა ივანიშვილი მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახლდათ, ეს პირველი. რაც შეეხება ჩემს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენას, ეს გადაწყდა პოლიტიკურ გუნდში, სადაც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა, როგორც „ქართული ოცნების” პარტიის პოლიტიკური თავმჯდომარე.
ასე რომ, მემგონი აქ ახლა ორიგინალური პასუხების გაცემის დიაპაზონი ძალიან ნაკლებია. პასუხები არის კონკრეტული თქვენს ორიგინალურ შეკითხვებზე,”- მიმართა პრემიერმა რომან გოცირიძეს.

კომენტარები

კომენტარი