“საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, იმპორტირებული მასალის ქართულით ჩანაცვლებას ვგეგმავთ”

0

პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტებზე გამოსვლისას რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა უწყების ახალი ინიციატივების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ქართული წარმოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრო მსხვილ ტენდერებში ქართული კომპანიების ჩართვას აპირებს.

„გვაქვს ძალიან საინტერესო ინიციატივები მსხვილ ტენდერებში ქართული კომპანიების ჩართვასთან დაკავშირებით, რაც, თავის მხრივ, ქართული წარმოების განვითარების ხელშეწყობისკენაა მიმართული. ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად შესაძლოა განხორციელდეს ძალიან საინტერესო პროექტები ინტერესთა გამოხატვით, ან ადგილობრივი წარმოების სტიმულირების გზით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ჩავანაცვლოთ იმპორტი და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას. ეს არის ერთგვაროვანი პროდუქცია, რომელსაც განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დროს ვუკვეთავთ, მაგალითად: შუქნიშნები, საგზაო ნიშნები, თვალამრიდები და ა.შ.“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი