მაია ცქიტიშვილი: პრიორიტეტებში რჩება ტექნო პარკების, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება

0

დიდი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის განვითრების გარდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობის საბაზისო საჭიროებაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურის განვითარება.

ამის შესახებ რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებით გამოსაყოფია რეგიონებში ახალგაზრდების კომფორტისთვის და საინტერესო ცხოვრებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარება.

“ამ თვალსაზრისით, ჩვენ ვგეგმავთ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, დაგეგმილი გვაქვს კოლეგებთან ერთად დავადგინოთ რა საჭიროებები არსებობს და ჩვენი ხელშეწყობით მოხდება ამა თუ იმ ნაგებობების მშენებლობა; თუმცა ამასთან ერთად აუცილებელი იქნება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მოხდეს ახალგაზრდობის აქტიური ჩართვა სპორტულ აქტივობებში. ასევე პრიორიტეტებში რჩება ტექნო პარკების, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი