მამუკა ბახტაძე: ყველას კარგად გვახსოვს, რა ჯოჯოხეთი ჩავიბარეთ ჩვენ 2012 წელს სასჯელაღსრულების სისტემის სახით

“ყველას კარგად გვახსოვს, რა ჯოჯოხეთი ჩავიბარეთ ჩვენ 2012 წელს სასჯელაღსრულების სისტემის სახით და მართლაც ვფიქრობ, ამ სისტემაში განხორციელებული რეფორმა არის “ქართული ოცნების” ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებთან” შეხვედრისას, სასჯელაღსრულების სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კახა კახიშვილმა 2012 წელს დაწყებული რეფორმები ღირსეულად გააგრძელა და დღეს არსებობს სისტემა, რომელიც თვისობრივად, ხარისხობრივად განსხვავებული და ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებულია.

“დღეს რომ იყოს 2014 ან 2015 წელი, დაგეთანხმებოდით არგუმენტაციაში, რომ ამ სამინისტროების გაერთიანება აზრს მოკლებული იქნებოდა, მაგრამ რეფორმების ძირითადი ნაწილი ამ სისტემაში გატარებულია. ძალიან იშვიათად ნახავთ მსოფლიოს წარმატებულ გამოცდილებას, რომ ეს სისტემა იყოს ცალკე სამინისტროს სახით. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიციაა, რომ ამ სისტემაში გატარდა მნიშვნელოვანი, ძირეული, წარმატებული რეფორმები, რაც ჩვენი გუნდის ერთ-ერთ დამსახურებად მიგვაჩნია და ვთვლით, რომ დროა, ვიხელმძღვანელოთ კარგი ევროპული პრაქტიკით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები