გიორგი ქობულია: ანაკლიის პროექტი კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტი ერთ-ერთი უმსხვილესია, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს ახალი თვალით.

„ანაკლიის პროექტზე ბევრი ლაპარაკი იყო. ეს არის მთლიანობაში საქართველოს ლოგისტიკური ჰაბის სტრატეგიის საკითხი. არ შეიძლება ანაკლიის პორტი ცალკე იყოს. ჩვენთვის, როგორც მთავრობისთვის, მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნის სარგებელი. ანაკლიის პროექტი არის აბსოლუტურად განსახილველი პრიორიტეტი. აქ არის საუბარი კომპლექსურად შესწავლაზე ამ საკითხის და ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ. ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი და როგორ შეიძლება ჩემთვის პრიორიტეტი არ იყოს. საქმე იმაშია, რომ სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება ტვირთბრუნვების თვალსაზრისით. ჩვენ უნდა გადავხედოთ კიდევ ერთხელ. ჩემს გუნდთან საუბარი მქონდა, რომ კიდევ ერთხელ უნდა ავწიოთ ის კვლევები, რომელიც გაკეთებული იყო და შეიძლება განვაახლოთ და კიდევ ერთხელ შევხედოთ ამას უფრო ახალი თვალით. როგორ გავხადოთ საქართველო ჰაბად და როგორ გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეს კორიდორი – ჯერჯერობით პასუხის ამ კითხვაზე არა მაქვს, მაგრამ გვექნება“, – განაცხადა ქობულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები