ივანე მაჭავარიანი: მნიშვნელოვანია შეიქმნას საინვესტიციო პროექტების შერჩევის და შეფასების ერთიანი სისტემა

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მიმდინარე ხარჯებში გამოთავისუფლებული რესურსი, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მაქსიმალურად იქნება გამოყენებული.

ამასთან, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია, სწორი ეკონომიკური და სოციალური შეფასებით ხდებოდეს დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება პროექტებზე გაწეული დანახარჯების ეფექტურობა.

„ჩვენ ვაპირებთ სამინისტროში შეიქმნას, კომისიის ან კომიტეტის მსგავსი ერთეული, რომელშიც სხვადასხვა დეპარტამენტებიდან პროფესიონალები გაერთიანდებიან, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტებს სხვა სამინისტროდანაც მიიწვევენ. ეს ერთეული შეაფასებს მსხვილი პროექტების მიზანშეწონილობას, რაც ეფექტიანობის კონცეფციის ქვეშაა”, – განცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, პროექტების მიზანშეწონილობის შეფასება მთავრობის ეფექტურ მუშაობას ხელს შეუწყობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები