მიხეილ ბატიაშვილი: ჩემი სამოქმედო გეგმა არ იქნება კაბინეტში დაწერილი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სამინისტროების გაერთიანების კონცეფციაზე ისაუბრა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, ადამიანური კაპიტალის განვითარება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, ბატიაშვილის განცხადებით, გაერთიანებული უწყების მთავარი ამოცანა იქნება ხარისხიანი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განვითარება და მხარდაჭერა.
„სწორედ, ამ სფეროების სინერგიული განვითარება მოგვცემს პოზიტიურ შედეგებს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში“,- აღნიშნა ბატიაშვილმა.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მისი სამოქმედო გეგმა არ იქნება კაბინეტში დაწერილი. ეს იქნება ფართო განხილვისა და მსჯელობის საგანი სფეროს სპეციალისტების, საერთაშორისო, ადგილობრივი ექსპერტებისა და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.
„ყველა ეს მხარე ორშაბათიდანვე იქნება პროცესში ჩართული და საერთო ხედვა სტრატეგიად იქცევა. ეს კი, საბოლოო ჯამში, მოგვცემს შესრულებად, რეალისტურ და შედეგებზე ორიენტირებულ სამოქმედო გეგმას“,- განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები