„შემოდგომაზე ვუმასპინძლებთ ჰააგის სასამრთლოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობის იუბილეს“

„შემოდგომაზე ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობის საიუბილეო უმაღლესი დონის შეხვედრას თბილისში ვუმასპინძლებთ”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა.

„აღარაფერს ვიტყვი ჰააგის სასამართლოსთან წარმატებული თანამშრომლობის თაობაზე. ამის შესახებ თავად ჰააგის პროკურორმა, ქალბატონმა ბენსუდამ, საქართველოში ყოფნის დროს მრავალჯერ განაცხადა, რომ ეს იყო საქართველოს მხრიდან სამაგალითო თანამშრომლობა. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ეს თანამშრომლობა გრძელდება და ჩვენ შემოდგომაზე ვუმასპინძლებთ ჰააგის სასამრთლოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობის იუბილეს, რომელიც ახლა არის გადამწყვეტ ეტაპზე. მათ მოისურვეს და ჩვენ დავეთანხმეთ, შემოდგომაზე ვუმასპინძლოთ ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობის საიუბილეო, უმაღლესი დონის შეხვედრას ჩვენს დედაქალაქში, თბილისში”, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები