გიორგი კვირიკაშვილი: საჯარო აქტივობები მე უკვე დავასრულე და ეს არაერთხელ ვთქვი

რა პოლიტიკაზეა საუბარი, არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ პოლიტიკაზე – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში განუცხადა.

ექსპრემიერი სვეტიცხოველში წმინდა მოციქულების ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვაზე იმყოფებოდა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ რას ფიქრობს, გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ ეკონომიკურ გუნდთან დაკავშირებით და აპირებს თუ არა თავად კვირიკაშვილი საჯარო აქტივობას.

„რა პოლიტიკაზეა საუბარი, არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ პოლიტიკაზე, მე აქ დღესასწაულზე ვარ მოსული. საჯარო აქტივობები მე უკვე დავასრულე და ეს არაერთხელ ვთქვი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები