საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და კომპანია „გზაჯვარედინს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და კომპანია „გზაჯვარედინს” შორის ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა. მემორანდუმი მიზნად ისახავს პროფესიული სტუდენტების კვალიფიკაციის გაღრმავებას, პრაქტიკული ცოდნის, უნარების და ღირებულებების გამომუშავებას, ახალგაზრდა კადრების პროფესიულ გადამზადებას, სასწავლო-საწარმოო პრაქტიკული მეცადინეობის კომპანიის ბაზაზე ჩატარებას, მათ სოციალურ ინტეგრაციასა და დასაქმებას.
ორივე მხარე მზადყოფნას გამოთქვამს ერთობლივად განახორციელონ დუალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამები, უზრუნველყონ მოკლევადიანი პროგრამების შემუშავება, სპეციალისტთა გადამზადება, პედაგოგთა მომზადება და ახალი პროგრამების დანერგვა.
აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს, როგორც სტუდენტთა პროფესიულ, შრომით და სოციალურ უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ასევე კომოპანიის წინაშე არსებულ პრობლემის გადაწყვეტას, რომელიც გამოიხატება კვალიფიციური, სამუშაო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად განსწავლული სამუშაო ძალის არსებობაში.
კომპანია „გზაჯვარედინი“ 2004 წელს დაარსდა. 2007 წლიდან აქტიურად არის ჩართული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში და მის მენეჯმენტში. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მოძრაობის უსაფრთხოების ტექნიკური საშუალებების წარმოება, რეალიზაცია და მომსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები