BEAWorld 2018-ის ფინალური ეტაპი პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში, 21-24 ნოემბერს გაიმართება

წელს, BEAWorld 2018-ის ფინალური ეტაპი და გამარჯვებული სააგენტოების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში, 21-24 ნოემბერს გაიმართება. კონკურსის ფინალურ ეტაპს 600-მდე დელეგატი დაესწრება. რომელთა შორის იქნებიან მსოფლიოს წამყვანი ივენთ სააგენტოების, კორპორაციების, მედიისა და ივენთ-ასოციაციის წარმომადგენლები.

Best Event Awards 2005 წლიდან პორტუგალიაში ტარდება  და მისი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე კრეატიული, ინოვაციური და მასშტაბური ღონისძიებების გამოვლენაა.

კონკურსის  შესახებ:

2018 წლის საუკეთესო ივენთებისა და სააგენტოების გამოსავლენად აპლიკაციები 15 სექტემბრამდე მიიღება. ჟიური პირველ ეტაპზე, 5-14 ოქტომბერს, ონლაინ ხმის მიცემის სისტემით შეარჩევს სხვადასხვა ნომინაციებში ე.წ. short list-ში მოხვედრილ პროექტებს.

მეორე ეტაპზე გასული პროექტების წარდგენა/პრეზენტაცია, კი ჟიურისათვის 22 ნოემბერს, კოიმბრაში გაიმართება. სწორედ პორტუგალიაში გამართული პრეზენტაციებისა და საბოლოო კენჭისყრის შედეგად გაირკვევა 2018 წლის საუკეთესო ივენთებისა და სააგენტოების ვინაობა.

ჟიური

BEAWorld-ის ჟიურის წევრების შერჩევა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის გამოცდილების მქონე მარკეტინგის, კომუნიკაციისა და სპონსორებთან ურთიერთობების მენეჯერებს შორის ხდება. ძირითად შემთხვევაში ჟიურის წევრებს კარგად იცნობენ მულტინაციონალურ კორპორაციებში. ჟიურის წევრები  ასევე ხდებიან საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილების მქონე ივენთ სააგენტოების და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები.

ამჟამად საკონკურსო აპლიკაციების მიღების პარალელურად მიმდინარეობს ჟიურის 2018 წლის შემადგენლობის ფორმირებაც. ამ დროისათვის უკვე დადასტურებული აქვთ ჟიურის წევრად კონკურსში მონაწილეობის სურვილი ამ სფეროს ისეთ პროფესიონალებს, როგორებიც არიან:

Gerd De Bruycker (Cisco Systems, Marketing Director) – ჟიურის თავმჯდომარე

Aline Manasiak (Moleskine, Global Communication Manager)

Bertrand Biard (Levement, President)

Paulo Campos Costa –(EDP-Energias De Portugal, Global Brand, Marketing and Communication Director)

Andrea Faflikova (The LEGO Group, Senior Brand Relations and Event Manager)

Elling Hamso (Event ROI Institute, Managing Partner)

Michael Muller (Samsung Electronics Germany, Manager Marketing Strategy and Innovation)

Andrea Pallard (FIAT Chrysler Automobiles, EMEA BTL Manager)

Michiel Pool (Ericsson, Head of Global Events)

Alexander Safonov (Oriflame Cosmetics, Global Conference and Event Director)

Rolf Schumann (SKODA AUTO A.S., Head of Global Marketing Communication)

Yulia Zholya (National Association of Event planners of Russia, Head of the international committee)

Noel Mooney (UEFA, Head of National Associations Business Development)

წელს პირველად ასეთი მაღალი პროფესიული სტანდარტის ჟიურის შემადგენლობას შეურთდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ღონისძიებების ხელმძღვანელი – თათა ბურდული.

https://www.beaworldfestival.com/jury/

2017 BEA-ს გამარჯვებულთა სია:

კონკურსში გასულ წელს გამარჯვებული მსოფლიოს საუკეთესო ღონისძიებების  ნუსხა ასე გამოიყურება: https://www.beaworldfestival.com/winners/archive/?view_edition=ev_winner&show_bea=on&show_special=on&show_categories=on&category_filter=&nazione_filter=

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები