თეა წულუკიანი: სასჯელაღსრულების სისტემაში საკადრო ცვლილებებს არ ვგეგმავ

მინდა, ორიოდე სიტყვა ვუთხრა სასჯელაღსრულების სისტემაში საჯარო მოხელეებს, მე არ ვგეგმავ საკადრო ცვლილებებს – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტში რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, ორიოდე სიტყვა ვუთხრა სასჯელაღსრულების სისტემაში საჯარო მოხელეებს, მე არ ვგეგმავ საკადრო ცვლილებებს, ვგეგმავ, მათ ნახონ, მე როგორ ვმუშაობ, მაქვს სურვილი ვნახო, ისინი როგორ მუშაობენ.
ვფიქრობ, ეს იქნება ის გუნდი, რომელიც შეძლებს, დაწყებული რეფორმები, რაც არაერთმა მინისტრმა ურთულეს პირობებში განახორციელა და ევროპულ დონეზე აიყვანა, ეს კიდევ უფრო მყარი შედეგები გახდეს, რათა მემკვიდრეობა იყოს კიდევ უფრო საამაყო, როდესაც ჩვენ 2020 წელს კიდევ ერთხელ ამომრჩევლის წინაშე კიდევ ერთხელ წარვდგებით”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები