„გოგონას ჰოსპიტალიზაციისთვის დრო აღარ რჩებოდა და იგი სახლში ვამშობიარეთ“

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმებს ყოველდღიურად უწევთ სხვადასხვა ექსტრემალურ სიტუაციაში სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და ოპერატიულად მოქმედება და ცხოვრების ასეთი რიტმი მათთვის უკვე ნორმაა.

არის სიტუაციები, რომლის შესახებაც სასწრაფოს ნებისმიერ ექიმს დიდხანს და დიდი სითბოთი შეუძლია საუბარი. განსაკუთრებით, როცა საქმე მშობიარობას ეხება.

ორი დღის წინ, ასეთ სიტუაციაში აღმოჩდა 1717 ბრიგადა – მათ ახალგაზრდა ქალბატონი სახლში ამშობიარეს.

„ზარი გამთენიისას შემოვიდა. გამოძახების მოტივი – მშობიარობა. გამოძახებიდან ხუთ წუთში უკვე ადგილზე ვიყავით. ფაქტობრივად, მშობიარობა დაწყებული იყო. გოგონას ყოველ ორ წუთში მოვლითი ტკივილები ჰქონდა. იმის მიუხედავად, რომ გოგონას დედას კლინიკაში უკვე დარეკილი ჰქონდა და მშობიარეს იქ ელოდებოდნენ, პაციენტის ჰოსპიტალიზაციისთვის დრო აღარ რჩებოდა. ოპერატიულად ვიმოქმედეთ და ზუსტად 10 წუთში სამყაროს კიდევ ერთი ვაჟკაცი მოევლინა“, – აღნიშნა ექიმმა ლიანა თარგამაძემ.
მშობიარობის შემდგომი მანიპულაციების ჩატარების შემდეგ, ბირგადამ, რომლის შემადგენლობაში, უფროსი ექიმის გარდა, უმცროსი ექიმი ელისაბედ ანდღულაძე და მძღოლი მიხეილ ძნელაძე შედიოდნენ, დედა-შვილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი ახალგაზრდა ოჯახს მეორე შვილის დაბადებას ულოცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები