“ძველი ჰიბრიდული ავტომობილები უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე დიზელზე და ბენზინზე მომუშავე მანქანები”

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში შემოსულ ავტომობილების ხარისხზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, ძველი ჰიბრიდული ავტომობილები უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე დიზელზე და ბენზინზე მომუშავე ავტომობილები.

„მინდა გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია მოხდეს საწვავის მიმართულებით გარკვეული ცვლილებები, ანუ ხარისხი იქნას ამაღლებული. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და მგონია, რომ რაც შეიძლება მალე არის გასაკეთებელი ეს ცვლილება, რომ საქართველოში შემოვიდეს მაღალი ხარისხის საწვავი, განსაკუთრებით საუბარია დიზელის მიმართულებაზე.

უნდა წავახალისოთ ახალი ავტომობილების შემოყვანა. იცით, რომ ელექტრომობილებზე საერთოდ მოხსნილია ყველანაირი შეზღუდვა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს. ასევე ჰიბრიდებზე არის გარკვეული შეღავათები, თუმცა ჯერჯერობით შემოდის ძველი ჰიბრიდული ავტომობილები, რომელიც მე მგონია, რომ ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გარემოსთვის იმიტომ, რომ ძირითადად ეს არის ავტომობილები, რომლის გაყიდვას ახდენენ ქვეყნები, არის მოძველებული და თვითონ ის ბატარეა, რაზეც მუშაობს ჰიბრიდული ავტომობილი, საქართველოში არ არის მისი უტილიზაცია – თვითონ აკუმულატორების უტილიზაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ხდება მისი გადაყრა და ეს კიდევ ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს გარემოსთვის, ჯანმრთელობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ გაცილებით სერიოზული პრობლემა არის, ვიდრე დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილები. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი ავტომობილი შემოვიდეს და მოხდეს პარკის განახლება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები