ქეთევან ციხელაშვილი მარია ზახაროვას განცხადებაზე: ამ მიდგომებში ახალი არაფერია

საქართველოს თავისი სამშვიდობო პოლიტიკით ამტკიცებს, რომ ეს პოლიტიკა არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული, – ასე გამოეხმაურა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი, ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას.

მისი თქმით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოს ქონდეს შეუფერხებელი განვითარების შესაძლებლობა, უსაფრთხო გარემო.

„ამ მიდგომებში ახალი არაფერია და ძალიან სამწუხაროა, რადგან საქართველო თავისი პოლიტიკით ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის, სამშვიდობო პოლიტიკით, მისი განვითარების კურსით ამტკიცებს, რომ არის ქვეყანა, რომლის პოლიტიკა არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული. ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანას ჰქონდეს შეუფერხებელი განვითარების შესაძლებლობა, უსაფრთხო გარემო. დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის შესაძლებლობა და ეკონომიკური კეთილდღეობა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულების ერთგულებით ვამტკიცებთ, რომ ჩვენ ვართ დასავლელი პარტნიორების საიმედო პარტნიორი რეგიონში და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით სვლას“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მარია ზახაროვას თქმით, „საქართველოს ნატოში გაწევრიანებას თავისი შედეგები მოჰყვება“. „ალიანსში იმ ქვეყნების გაწევრიანებამ, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან, შეუძლებელია ზემოქმედება არ მოახდინოს ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების მთლიან სურათზე და რა თქმა უნდა, ექნება თავისი შედეგები. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს“, – განაცხადა ზახაროვამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები