დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეხება, მთაწმინდის რაიონში: ლერმონტოვის, ლორთქიფნიძის, ჭონქაძის, იაშვილის და ლეონიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდეკი, გრიშაშვილის, გორგასლის, შუშინის, ბააზოვის და ფირდოუსის ქუჩების მცხოვრებლებს.

ანალოგიური მიზეზით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ჩუღურეთის რაიონს, კერძოდ: ნინოშვილის, ჩუბინაშვილის და მარჯანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონში: მოსკოვის გამზირის მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე კი საბურთალოს რაიონში, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), პეტრიწის და ფერაძის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ზემო ვეძისის დასახლების, ნუცუბიძის, ჩიქოვანის, მეგრელიძის, ბუდაპეშტის, დელისის და ზალდასტანიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, შეზღუდვა 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, გავრცელდება ნაძალადევის რაიონში, კერძოდ : თემქის დასახლების III მიკრორაიონის II, V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, რომელაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩებზე.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები