ვაკის პარკში ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის დაპირისპირებისას სამი პირი დააკავეს

ვაკის პარკში ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის დაპირისპირებისას სამი პირი დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით სამი ადამიანი დააკავა.

“დაკავებულია სამი მოქალაქე ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოწოდების დაუმორჩილებლობას გულისხმობს”,- აცხადებენ შს სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში რჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები