კომპანია „გზაჯვარედინსა“ და საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

კომპანია „გზაჯვარედინსა“ და საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის 13 ივლისს, 11:00 საათზე კომპანია „გზაჯვარედინს“ ოფისში (თბილისი, გ.ლორთქიფანიძის ქ.122) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრის“ ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს პროფესიული სტუდენტების კვალიფიკაციის გაღრმავებას, პრაქტიკული ცოდნის, უნარების და ღირებულებების გამომუშავებას, ახალგაზრდა კადრების პროფესიულ გადამზადებას, სასწავლო-საწარმოო პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარებას კომპანიის ბაზაზე, მათ სოციალურ ინტეგრაციას და დასაქმებას. მათივე ცნობით, ორივე მხარე გამოთქვამს მზადყოფნას დუალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამები ერთობლივად განახორციელონ, უზრუნველყონ მოკლევადიანი პროგრამების შემუშავება, სპეციალისტთა გადამზადება, პედაგოგთა მომზადება და ახალი პროგრამების დანერგვა.

აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს, როგორც სტუდენტთა პროფესიულ, შრომით და სოციალურ უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ასევე კომპანიის წინაშე არსებულ პრობლემის გადაწყვეტას, რომელიც გამოიხატება კვალიფიციური, სამუშაო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად განსწავლული სამუშაო ძალის არსებობაში.

ცნობისათვის, კომპანია „გზაჯვარედინი“ 2004 წელს დაარსდა. 2007 წლიდან კი აქტიურადაა ჩართული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში და მის მენეჯმენტში. კომპანიის ძირითად საქმიანობას მოძრაობის უსაფრთხოების ტექნიკური საშუალებების წარმოება, რეალიზაცია და მომსახურება წარმოადგენს.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები