სამართალდამცველები 15 წლის სანდრო მახათაძეს ეძებენ

სამართალდამცველები 15 წლის სანდრო მახათაძეს ეძებენ.
როგორც „კვირას“ მოზარდის დედამ, ლუიზა ლაშქარაშვილმა განუცხადა, მისი შვილი სახლიდან გუშინწინ, 10 ივლისს საღამოს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი თქმით, მოზარდი მშობლებთან ერთად კასპის რაიონის სოფელ აღაიანში ცხოვრობენ. დედა ამბობს, რომ შვილის გაუჩინარების, ეს უკვე მეორე შემთხვევაა.

„გუშინწინ, საღამოს გავიდა სახლიდან და სახლში არ დაბრუნებულა. მთელი ღამე სოფელში ვეძებდი. მეორე დღეს გადავწყვიტე თბილისში ჩამოვსულიყავი და აქ ვეძებ. ადრეც გააკეთა, სახლიდან წავიდა და მერე დაგვირეკა, რომ დიდუბეში მუშაობა დავიწყე, ჩემზე არ ინერვიულოო. დიდუბეშიც ვიყავი, ახლა რუსთაველის გამზირზე და ვეძებ შვილს. ყველას ვთხოვ დახმარებას. დღეს ვიღაცამ დამირეკა და მითხრა რუსთაველის გამზირზე შენიშნესო და ახლა ვეძებ. პოლიციასაც მივმართე“, – განუცხადა „კვირას“ მოზარდის დედამ.

სოციალურ ქსელში დედა საკონტაქტო ნომერს აქვეყნებს, თუ ვინმემ შენიშნეთ 15 წლის სანდრო მახათაძე, დაუკავშირდით დედას ნომერზე – 555 24 21 84

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მოზარდის დედამ სამართალდამცველებს დღეს მიმართა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მოზარდის ძებნის შესახებ სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები