“ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად, დაშავებულებს ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებათ”

თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, კახეთში შსს-ს ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად, ორ დაშავებულს ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მათგანს ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება. ​

„შემოყვანილია ორი მოქალაქე, ერთს აღენიშნება მუცლის ღრუს ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. პაციენტი აყვანილია საოპერაციო განყოფილებაში და მიმდინარეობს ქირურგიული ჩარევა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, დაფიქსირდა გულ-მკერდის ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, პაციენტი გადაყვანილი იქნება ინტენსიურ განყოფილებაში,“ – აცხადებს თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი, ხათუნა ჭონიაშვილი.

დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა – ბორტის ნომერი GBP– 10020, კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ “ანდარაზართან“ ავარიული დაშვება განახორციელა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდნენ ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდა.

ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები