იმერეთის რეგიონი ჭუბერში დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციამ, ჭუბერში დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.
იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა სხვადასხვა სახის არამალფუჭებადი პროდუქტები, მედიკამენტები და პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთები ადგილზე ჩაიტანა.
“მოსახლეობისთვის განკუთვნილი ტვირთი ჭუბერში, ჰუმანიტარული დახმარების შტაბში განთავსდა და უახლოეს დღეებში დაურიგდება მათ. გრიგოლ დალაქიშვილმა, სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან, ქუთაისის მერთან გიორგი ჭიღვარიასთან და ვიცე–გუბერნატორთან იოსებ ხახალეიშვილთან ერთად, დაზარალებული ოჯახი მოინახულა და პროდუქტები მიუტანა. ჯულიეტა ცინდელიანის ოჯახი სტიქიის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა. ჭუბერში მცხოვრები დაზარალებული ოჯახებისთვის პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთებისა და პროდუქტების შეგროვებაში აქტიურად იყო ჩართული იმერეთის 12–ვე მუნიციპალიტეტი. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაზარალებულ ოჯახში მისასვლელად პანელის ხიდით ისარგებლეს, რომლის მშენებლობაც ახლახანს დასრულდა”,- აცხადებენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები