შალვა თადუმაძე: პროკურორებისთვის კარიერის დაგეგმვის კონცეფცია მენეჯერულ თანამდებობებზე ქალბატონების განწესების კრიტერიუმებსაც ითვალისწინებს

პროკურატურაში გენდერული ბალანსის დაცვასთან დაკავშირებით, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე დასმულ შეკითხვაზე, მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ განმარტა.

თადუმაძის განმარტა, რომ ამ მიმართულებით პროკურატურაში მიმდინარე ღონისძიებებს განაგრძობს და პროცესს თანამედროვე სტანდარტებს შეუსაბამებს.

„ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ქალები უფრო მომზადებული პროკურორები იყვნენ ჩემს წინააღმდეგ, ვიდრე მამაკაცები. ამიტომ, ჩემთვის ჩამოყალიბებულია სტერეოტიპი, რომ პროცესებზე უფრო მოტივირებულები არიან ქალბატონები, ვიდრე მამაკაცები“,- განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მთავარი პროკურორობის კანდიდატის თქმით, მისი პროგრამა ითვალისწინებს კარიერის დაგეგმვის პროცესს, რაც დაწინაურების, შერჩევის, ან მენეჯერულ თანამდებობებზე ქალბატონების განწესების გარკვეული კრიტერიუმების არსებობას გულისხმობს.

„ბოლო 6 წლის მანძილზე ამ მიმართულებით პროკურატურაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და კიდევ იგეგმებოდა გარკვეული ღონისძიებების გატარება.

როდესაც ყურადღება გავამახვილე კარიერის დაგეგმვის პროცესზე, ძალიან მნიშვნელოვანია გენდერული კომპონენტის გათვალისწინება იმისთვის, რომ დაწინაურების შერჩევის, ან მენეჯერულ თანამდებობებზე ქალბატონების განწესების გარკვეული კრიტერიუმები არსებობდეს.

მაღალი კლასის იურისტი, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს იცავს სასამართლოში, შესაძლებელია იყოს ქალბატონი, თუ მას შესაბამისი განათლება ან გამოცდილება გააჩნია. ამ მიმართულებით, ბუნებრივია, გარკვეულ ღონისძიებებს გავაგრძელებ და ამ მიმართულებით არსებულ თანამდეროვე სტანდარტებს შევუსაბამებ“ – აღნიშნა შალვა თადუმაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები